“დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, წარმოდგენილი იქნება მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები” – პაპუაშვილი
“ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, ეს დღე, უპირველეს ყოვლისა, არის ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
“პარლამენტში წარმოდგენილი იქნება მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები. ეს დღე, როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ჩვენი ეროვნული დღე”, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.