“ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ დროულად შევიკრიბოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ” – გიორგი კახიანი
„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ დროულად შევიკრიბოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
“ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ დროულად შევიკრიბოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. დღეს პარლამენტი შეიკრიბება, დღეს მოხდება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა. ძალიან მალე მთავრობის დამტკიცებაც მოხდება და ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც ეს აქამდე იყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არ აჩერებს იმ პროცესს, რასაც კონსტიტუციური პროცესი ჰქვია”, – აღნიშნა კახიანმა.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.