“არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს; ვნახოთ, რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით” – შალვა პაპუაშვილი
“არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს; ვნახოთ, რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ოპოზიციის ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლობის საკითხია.
„რაც შეეხება იმას, უარს იტყვიან თუ არა მანდატებზე, ალბათ ორ საათში ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას და ვნახოთ რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.