“ადამიანებთან მაქსიმალურად ჰუმანური და ადამიანური დამოკიდებულების ჭრილში წყვეტს შსს ძალიან ბევრ საკითხს” – მათიკაშვილი

“ადამიანებთან მაქსიმალურად ჰუმანური და ადამიანური დამოკიდებულების ჭრილში წყვეტს შსს ძალიან ბევრ საკითხს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.

„როდესაც შსს-ს აქვს მის არსენალში კანონმდებლობით მინიჭებული სხვადასხვა საშუალებები ასეთ სიტუაციებში (აქციების) შეუძლიათ, რომ გამოიყენონ უფრო მძიმე საშუალებები იმისთვის, რომ აღადგინონ წესრიგი.

საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი ამას არ აკეთებენ და ცდილობენ მაქსიმალურად რბილად, მაქსიმალურად ბევრი გაფრთხილებით, ადამიანების არა დაშლით, არამედ განრიდებით იმ კონკრეტული ეპიცენტრიდან მოახდინონ სიტუაციის დამშვიდება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები