ოპოზიცია დღეს კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავს – აქტივისტები 21:00 საათზე შეიკრიბებიან
ოპოზიცია დღეს კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავს.
ბარიერგადალახული პარტიები, მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე 21:00 საათზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ.
მანამდე, მსვლელობები დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან დაიწყო.
მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უნდა დასრულდეს. აქტივისტები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.