“იმედის“ სოციალური მედია ჯგუფის ხელმძღვანელი: შევეცდებით მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია Meta-სთან და ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც შეძლებს, დაგვეხმაროს და დასრულდეს ამ ე.წ. ფაქტჩეკერების ორმაგი სტანდარტით მუშაობა
,,დღეს დილიდან მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს იმედის Facebook-გვერდზე ყალბი ინფორმაციის განთავსება ხდება და ამის საფუძველზე Meta აუდიტორიას აფრთხილებს, რაც ყალბი ამბავია”, – ამის შესახებ “იმედის“ ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედია ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნიკა კლდიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად, ამ ყველაფრის უკან სამი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია დგას.
„საუბარი მაქვს ე.წ. დამოუკიდებელ ფაქტჩეკერებზე [ფაქტ-ჩექი“, „მითების დეტექტორი“ და „ჯეოფაქტი“]. სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციებს დღეს მონოპოლია აქვთ. სამივე ორგანიზაციის ცალსახა მიზანია, რომ მოხდეს იმედის დისკრედიტაცია. რაც ვერ გააკეთეს ყალბო რეპორტებით, შეძლეს არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით და რეალურად შეგვიქმნეს იმის საფრთხე რომ ჩვენი სოციალური პლატფორმა დავკარგოთ, რომელზეც მილიონზე მეტი გამომწერი გვყავს. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია Meta-სთან და ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც შეძლებს, რომ დაგვეხმაროს და დასრულდეს ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, ე.წ. ფაქტჩერკერების ორმაგი სტანდარტებით მუშაობა და დიდი იმედი გვაქვს, რომ დიდი ინფორმირებულობის ხარჯზე იმედზე შეტევები შესუსტდება“, – განაცხადა ნიკა კლდიაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედმა“ Meta-ს დუბლინის ოფისს ოფიციალური წერილი გაუგზავნა.