ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაზე: ყველას გვახსოვს 2020 წელს როგორ განვითარდა მოვლენები, პუფები და ა.შ. და შემდეგ როგორ დასრულდა ყველაფერი, კარგად ვიხილეთ ყველა დარბაზში
,,ყველას გვახსოვს 2020 წელს როგორ განვითარდა მოვლენები, პუფები და ა.შ. და შემდეგ როგორ დასრულდა ყველაფერი, კარგად ვიხილეთ ყველა დარბაზში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ მანდატების გაუქმებაზე დაწერილ მოთხოვნას ძალა არ აქვს.
„ახლაც ზუსტად, ხელი მოაწერეს თუ გახსოვთ ვითომ მანდატებზე უარის თქმას, ესეც არის უტიფარი სიცრუე, პოპულიზმი და მანიპულაცია. უბრალოდ დღიდან დღემდე, გარეთ პოლიტიკური დღის წესრიგის დაკავება რაღაც კუთხით, სრული აბსურდია.
არანაირი ძალა არა აქვს მაგ მანდატების გაუქმებაზე დაწერილ მოთხოვნას. როდესაც შეიკრიბება პარლამენტი, პირველი სხდომა, ამის მერე კეთილი უნდა ინებონ, თუ მართლა უნდათ მანდატების დატოვება, უნდა მობრძანდნენ და შემდეგ დაწერონ მოთხოვნა მანდატების გაუქმებაზე“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.