როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსს, აღმოსავლეთში კი 20 გრადუსს მიაღწევს. ქვეყნის უმეტეს რეგიონში კი ნალექის სახით წვიმაა მოსალოდნელი.
“როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში არამდგრადი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი. კვირის განმავლობაში ცალკეულ დღეებში გამოიდარებს, თუმცა ჰაერის ტემპერატურის მატება მოსალოდნელი არ არის. ჩრდილო მაღალმთიან რაიონებში საღამოს საათებში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, მათ შორის დედაქალაქშიც ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება, დასავლეთში კი მაჩვენებლი 25 გრადუსს მიაღწევს“, – განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.