ვანო მერაბიშვილი კახეთის ტუალეტში პლანით ხელში – რა კურიოზი გადახდა ექსმინისტრს
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი რობერტ კავთიაშვილი სოციალურ ქსელში კურიოზული ამბის შესახებ წერს. როგორც კავთიაშვილი აღნიშნავს, მან ამბავი თავად მერაბიშვილისგან მოისმინა. დეპუტატი იხსენებს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ნაროკოტიკული საშუალების, პლანის მოწევა კახეთში, ერთ-ერთი სოფლის ტუალეტში შესთავაზეს.
“ესე იგი, ვანო მერაბიშვილის იუმორის შესახებ ყველამ იცის, ვისაც მასთან უშუალო შეხება ჰქონია. ახლა გავიხსენებ ერთ ამბავს, რომელიც ვანომ მოგვიყვა.
2012 წლის 1ოქტომბრის არჩევნებამდე ვანო სისტემატურად დადიოდა რაიონებში და მოსახლეობას ხვდებოდა. კასპში ვიზიტის დროს გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ვართ შეკრებილნი და ვანო ყვება. – “ამას წინათ კახეთის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი ჩასული. შეხვედრის შემდეგ როგორც ქართველების წესია, სუფრასთან მიმიპატიჟეს. ქეიფის დროს ტუალეტში გასვლა მომინდა. ეზოში ჰქონდათ ხის ტუალეტი, რომელსაც გვერდით ხისსავე ფარდული ჰქონდა. შევედი და აშკარად “პლანის” სუნი მცემს. გავიხედე და გვერდით ფარდულში ტიპი ზის და მოსაწევს ეწევა. აქედან ვკითხე მაგარია-თქო? იმანაც მომაძახა კი ძაანო. აბა მომაწოდე მეც გავსინჯავ-თქო. მომაწოდა და თან მოაყოლა – “იცოდე ძაან მაგარია და 2 ნაპასზე მეტი არ დაარტყაო”. გამოვართვი, ცოტა ხანი მეკავა და ისევ გადავაწოდე, თან დავუწყე რომ მაწვდი, რას მაწვდი, ან მკითხე ვინ ვარ, რა ვარ, საიდან ვარ. იქნებადა პოლიციელი ვარ-თქო. იმან მითხრა, რა იყო ვინ ხარ ამისთანა, ტვინი რომ გამიბურღეო. მე ვუთხარი ვანო ვარ მერაბიშვილი-თქო და ეგრევე მიპასუხა: – “აი, ხო გითხარი ძლიერია და 2 ნაფაზზე მეტი არ დაარტყა-თქო”, – წერს დეპუტატი ფესბუქის საკუთარ გვერდზე.