“მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის” – მდინარაძე
“მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“არ შეიძლება, რამდენიმე ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს, ამას ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს.
იცით, რომ ერთი ღამის განმავლობაში მათ ეს მოახერხეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში წინა დღეებში, წააქეზეს აგენტურა, აქ მაიდნისკენ მოუწოდეს და მშვიდად დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს“, – განაცხადა მდინარაძემ.