ლადო სადღობელაშვილი გიგა ბოკერიას: მოსცილდით “რუსთავი 2“-ის სარეჟისორო პულტს

  არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს სპეციალური განცხადებით მიმართავს. ორგანიზაციის წევრთა განცხადებით, “რუსთავი 2“-ი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას დაკვეთით ორგანიზაციის დისკრედიტაციისკენ მიმართულ სიუჟეტს ამზადებს.
“თავისუფალი თაობის“ მიმართვა „რუსთავი 2“-ის კოლექტივს და მათ დე ფაქტო დირექტორს ბატონ გიგა ბოკერიას!!!! სარწმუნო წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა,რომ უშუალოდ გიგა ბოკერიას დავალებით ხვალისთვის “რუსთავი 2“ ამზადებს სიუჟეტს,სადაც უნდა მოხდეს ჩვენი ორგანიზაციის და ჩვენი მხარდამჭერების დისკრედიტაცია.რაც ყველაზე საინტერესოა გიგა ბოკერია თავად ხელმძღვანელობს გადაცემის მონტაჟის პროცესს და ყველა კადრი სწორედ მისი უშუალო მითითებით იწერება. ბატონო გიგა!!!
მიტინგების დამრბევი, პატიმრების წამების ინციატორი,ნულოვანი ტოლერანტობის ავტორი, ელიტარული კორუფციის დამნერგავი, ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი რომ იყავით ვიცოდით, პარლამენტის წევრი და უშიშროების საბჭოს მდივანი რომ იყავით ესეც ვიცოდით, მაგრამ პარარელურად “რუსთავი 2“-ის რეჟისორობასაც თუ ითავსებდით ეს არ გვეგონა.
აღფრთოვანებულნი ვართ თქვენი მრავალმხრივი განვითარებით და დიაპაზონით,თვით ციცერონსა და ცეზარსაც შეშურდებოდა თქვენი, მაგრამ ისე სხვათაშორის გვაინტერესებს – “მსოფლიო დემოკრატიისათვის” და დასავლური ღირებულებებისთვის ვითომდაც მებრძოლ პოლიტიკოსს გეკადრებათ სამონტაჟო პულტთან ჯდომა და “დამოუკიდებელი ტელევიზიის” საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრა???
ბატონო გიგა!!!თქვენ მრავალჭირნახული “პოლიტიკოსი” ბრძანდებით და ერთი გაგვანათლეთ თუ გაგიგიათ რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკოსი ადგენდეს “დამოუკიდებელი ტელევიზიის” საინფორმაციო პოლიტიკას?? მადლობელი დაგრჩებით თუ გვეტყვით, რადგან ჩვენ არ ვიცით და ვერც ვიპოვეთ.ბატონო გიგა!!!
ვიცით რომ თქვენი პროექტის “თავისუფალი ზონის” ჩაფლავების გამო თქვენმა დაუნდობელმა შეფმა მიხეილ სააკაშვილმა რა შავ დღეშიც ჩაგაგდოთ, მაგრამ საბოლოოდ ნუ გამარგინალდებით და მოსცილდით “რუსთავი 2“-ის სარეჟისორო პულტს, 9 წელი ისედაც ტერორში აცხოვრეთ ეს “თავისუფალი ჟურნალისტები” და ეხლა მაინც შეეშვით,არ გეცოდებათ?? ჩვენ ხელს არ შეგიშლით, დავსხდებით და მოუთმენლად დაველოდებით ხვალინდელ 9 საათს,სადაც “დამოუკიდებელი მედიის ფლაგმანი” „რუსთავი 2“-ის თქვენი რეჟისორობით შექმნილ ახალ “ობიექტურ” რეპორტაჟს შემოგვთავაზებს ჩვენი საქმიანობის შესახებ.
წარმატებებს გისურვებთ სარეჟისორო კარიერაში.P.S. დამფინანსებლის თაობაზე ნუ შეწუხდებით,რადგან დაბნეული ხართ, ხან ბურჯანაძე, ხან ივანიშვილი, ხან პუტინი,ხან ქოქოლაძე და ა.შ.არადა ვერ გაარტყით და რომ არ იწვალოთ ღიად გეტყვით -კიმ ჩენ ინი გვაფინანსებს!!!” – ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები