ლელა წურწუმიას და ნინი ბადურაშვილის შთაბეჭდილებები მოსკოვიდან (ვიდეო)

  რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში თბილისობის დღესასწაულის აღსანიშნად ჩასული ქართველი მომღერლები ნინი ბადურაშვილი და ლელა წურწუმია მოსკოვის ცენტრში გამოსვლით კმაყოფილები არიან.
როგორც მათ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბრისას აღნიშნეს, მოხარულნი არიან, რომ თბილისობა სწორედ მოსკოვში, ქართველ ემიგრანტებთან ერთად აღნიშნეს.
მოსკოვში მოღვაწე კიდევ ერთმა ქართველმა შემსრულებელმა თამარ გვერწითელმა კი განაცხადა, რომ ღონისძიება მოსკოვის ცენტრში, ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე ჩატარდა, რაც ნიშნავს, რომ ქართველი სათვისტომო მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=QLy61lSqkkU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები