ნიკოლოზ სამხარაძე – ევროპარლამენტარების ვიზიტზე: როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ ჩემს ამომრჩეველს, ჩემს ხალხს, ჩემს მოქალაქეებს, სასულიერო პირებს, რა თქმა უნდა, არც სურვილი და არც მორალური უფლება არ მაქვს, რომ მე შენ გელაპარაკო

“როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ ჩემს ამომრჩეველს, ჩემს ხალხს, ჩემს მოქალაქეებს, სასულიერო პირებს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მე არც სურვილი და არც მორალური უფლება არ მაქვს, რომ  შენ გელაპარაკო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა,  რითაც თბილისში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.

„როდესაც შენ მოსახლეობის უმრავლესობის ნებას საერთოდ არ ითვალისწინებ, ეს არის რადიკალიზმი. ჩვენზე ამბობდნენ, რომ არ შეგხვდნენო, ეს როგორ შეიძლება, რომ არ შეხვდნენო. დისკუსია პარლამენტარიზმის საფუძველიაო. კი, ბატონო, დისკუსია არის პარლამენტარიზმის საფუძველი, მაგრამ შეურაცხყოფა არ არის პარლამენტარიზმის საფუძველი. შენ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ ჩემს ამომრჩეველს, ჩემს ხალხს, ჩემს მოქალაქეებს, სასულიერო პირებს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მე არც სურვილი და არც მორალური უფლება არ მაქვს, რომ მე შენ გელაპარაკო, რადგან ჩემს უკან ის ხალხი დგას“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია 11 ნოემბერს თბილისში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები