მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ, მათ შორის, რეგიონებიდან თავიანთი აქტივისტების ჩამოსაყვანად

“რაც უფრო ახლოვდება პარლამენტის პირველი სხდომა, მით უფრო ჩქარობს რადიკალური ოპოზიცია, იქნებ, როგორმე ხალხის რაოდენობას ცოტა მოუმატოს აქციებზე”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ, მათ შორის, რეგიონებიდან თავიანთი აქტივისტების ჩამოსაყვანად. ძალიან კარგად იციან, რომ პირველი სხდომის შემდგომ აბსოლუტურად ყველაფერი თავის პროცედურით წავა საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობის” ძირითადი ლეგიტიმაციის მიმცემი წყარო სადაც იყო, იქ უკვე რადიკალურად შეიცვალა პოზიციონირება, მათ შორის, უცხოური ძალის უმრავლესობამ. აქედან გამომდინარე, ახლა ხავსს ებღაუჭება “ნაცმოძრაობა”, რომ პირველ სხდომამდე და მაქსიმუმ, ახალ წლამდე რაღაც რადიკალური პროცესები წამოიწყოს, მაგრამ მათი ამომრჩეველი, აბსოლუტურად ლოგიკურად, უარს ეუბნება იქიდან გამომდინარე, რომ თავიანთ ამომრჩევლებს იყენებენ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები