“საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიულოცა “ქართულ ოცნებას” გამარჯვება და, ამავდროულად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას უსურვა, ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილებები ქვეყნის საკეთილდღეოდ” – მაჭარაშვილი
“ჩვენ ვნახეთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის განცხადება, სადაც მან მიულოცა “ქართულ ოცნებას” გამარჯვება და ამავდროულად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას უსურვა, ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილებები ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებას გამოეხმაურა.
“როგორ შეიძლება, რომელიმე ჭკუათმყოფელ ადამიანს ერთობისა და სამშობლოს ერთიანი სიყვარულის წინააღმდეგ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ როგორც მისული და პლუსი ვერცერთ საკითხზე ერთად ვერ იქნებიან, ასე ვერ არიან “კოლექტიური ნაცმოძრაობა” და ქართველი ხალხი ერთ აზრზე. “ნაციონალური მოძრაობა” ორგანულად ვერ იტანს ვერაფერს ქართულს. “ნაცმოძრაობას” რაც უნდა, ის არასდროს არ უნდა ქართველ ხალხს და რაც ქართველ ხალხს უნდა, ის არასდროს არ უნდა “ნაცმოძრაობას”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ილია მეორემ “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.