მაჭავარიანი – კირთაძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე: ნივთიერების შესხმის ფაქტი, რა თქმა უნდა, შეიცავს დანაშაულის კვალს, თუმცა არ მინდა, დავარღვიო უდანაშაულობის პრეზუმფცია

“ნივთიერების შესხმის ფაქტი, რა თქმა უნდა, შეიცავს დანაშაულის კვალს, თუმცა მე არ მინდა დავარღვიო უდანაშაულობის პრეზუმფცია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც დავით კირთაძის მიერ ცესკოს თავმჯდომარისთვის შავი ფერის  სითხის შესხმას გამოეხმაურა.

“მადლობა სამართალდამცავ უწყებებს იმისთვის, რომ მათ მყისიერად მოახდინეს რეაგირება და დაწყებულია უკვე გამოძიება. ეს გამოძიება ძალიან მალე დასრულდება. თუმცა, ჩემი პირადი შეფასებით, ეს დანაშაულის კვალს შეიცავდა, თუმცა მაინც დაველოდოთ გამოძიებას”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები