პარტია “თავისუფალი საქართველო” გიგა წულეისკირის ჯგუფის წინააღმდეგ გამოძიებას მიმართავს

,,პარტია “თავისუფალი საქართველო” გიგა წულეისკირის თაღლითური ჯგუფის წინააღმდეგ გამოძიებას მიმართავს”,- ამის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს.

განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“რამდენიმე დღის წინ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერის – კახა კუკავას წინააღმდეგ პასკვილი გაავრცელა უძრავი ქონების სააგენტოს და იმავდროულად ტელეკომპანია “სფეროს” დამფუძნებელმა – ვინმე გიგა წულეისკირმა. წულეისკირმა ბრალი დასდო კახა კუკავას არც მეტი და არც ნაკლები მევახშეების მფარველობაში. რა თქმა უნდა სიუჟეტში არ იყო არც ერთი კონკრეტული ფაქტი მითითებული, ვინ არის მევახშე, და რაში გამოიხატება კახა კუკავას მიერ მისი მფარველობა და ა.შ. იმავდროულად საზოგადოებას კარგად ახსოვს რომ 10 წელიწადზე მეტია მევახშეების წინააღმდეგ ბრძოლის ფლაგმანი არის სწორედ პარტია “თავისუფალი საქართველო”, თავად კახა კუკავაც არაერთხელ იყო დაპატიმრებული და დაჯარიმებული იძულებითი გამოსახლების წინააღმდეგ აქციებზე, ასზე მეტი ოჯახი ფიზიკური ძალით იქნა გადარჩენილი გამოსახლებას, ათასზე მეტ მოვალეს გაეწია უფასო კონსულტაცია. რაც შეეხება წულეისკირს, ის თავად არის უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი, და ეწევა საეჭვო ოპერაციებს, კერძოდ იღებს იპოთეკურ სესხებს მოქალაქეებისგან, მათ მფლობელობაში გადასცემს ბინებს რომელიც დაქირავებული აქვს დროებით, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულებაში უთითებს სრულიად სხვა ფართს მშენებარე ობიექტებზე, ნომინალური ღირებულებით. პასკვილის მიზეზი კი გახდა წულეისკირის მორიგი ავანტიურა: მისი წარმომადგენლები დაუკავშირდნენ კახა კუკავას და სთხოვეს რომ მას თავის მხრივ ეთოვა ერთ-ერთი ნაცნობისთვის რომ გაესხვისებინა თავისი კუთვნილი ფართი წულეისკირზე. მას შემდეგ რაც კუკავამ აუხსნა, რომ უძრავი ქონებით ვაჭრობა არ წარმოადგენდა მის პროფილს, და არც კერძო მესაკუთრე არ წარმოადგენდა მის მინდობილ პირს, წულეისკირის კანტორა ბანალურად დაემუქრა მას რომ არჩევნებამდე გამოაქვეყნებდა სიუჟეტს და ბრალს დასდებდა მას მევახშეებთან ალიანსში. ვინაიდან ფართის დასაკუთრებაზე თანხმობა ვერ მიიღო, “სფერომ” სიუჟეტი გამოაქვეყნა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. აღსანიშნავია რომ სიუჟეტში ფართის მესაკუთრე იდენტიფიცირებული არ იყო, რატომ? იმიტომ რომ მისი შანტაჟი ახლაც გრძელდება: “თუ არ მოგვყიდით ფართს, მაშინ სიუჟეტი თქვენს შესახებაც გავა ეთერში”. ვინაიდან რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია მესაკუთრე ფართის გაყიდვას არ აპირებს, “საგამოძიებო ჟურნალისტიკის” კიდევ ერთი შედევრი მალე იხილავს ტელეკომპანია “სფეროს” ეთერს. წულეისკირის თაღლითური დაჯგუფების წინააღმდეგ უკვე დაწყებულია ყველა საჭირო სამართლებრივი პროცედურა, როგორც სისხლის ისე სამოქალაქო სამართლის წესით, რათა მათი ფინანსური პირამიდის და გამოძალვის მსხვერპლი არ გახდეს დამატებით არცერთი მოქალაქე”,- წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები