გორდულაძე – არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე მიმდინარე გამოძიებაზე: საგამოძიებო ორგანოებთან ვითანამშრომლებთ, ნებისმიერ კითხვას პასუხს გავცემთ

“ჩვენი მხრივ, საგამოძიებო ორგანოებთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ნებისმიერ შეკითხვას გასცემს პასუხს.

„ნებისმიერ კითხვას პასუხს გავცემთ, ვიმოქმედებთ ისე, როგორც პასუხისმგებლობიან ძალას, პასუხისმგებლობიან მოქალაქეს ევალება ჩვენს ქვეყანაში და არა ისე, როგორც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იქცევიან. მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებს ჰაერში უშვებენ და შემდეგ არც ამ სიტყვებზე პასუხისგება არ უნდათ“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

საქმე ეხება ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნების საწინააღმდეგოდ, საარჩევნო უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად დანიშვნის ფაქტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები