“მმართველი გუნდის მხრიდან საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემულია ყველა მტკიცებულება, როგორ ცდილობდა ოპოზიცია, “ქართული ოცნების” ამომრჩევლისთვის არჩევანის უფლება წაერთმია” – წილოსანი
“ოპოზიცია არათუ მტკიცებულებებს არ წარადგენს პროკურატურაში, არამედ სიტყვიერადაც კი ვერ აჯერებს საკუთარ ამომრჩეველს [არჩევნების გაყალბებას] – მილევად რეჟიმშია თუნდაც ის მუხტი, რომელიც ამ აქციების პროცესში აქვთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემულია ყველა მტკიცებულება, როგორ ცდილობდა ოპოზიცია, “ქართული ოცნების” ამომრჩევლისთვის არჩევანის უფლება წაერთმია.
“ყველა მტკიცებულება მაგიდაზეა და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სამართალდამცავებისგან”, – აღნიშნა წილოსანმა.