ირაკლი კობახიძე – საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი მიზნები იქნას მიღწეული

გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, რაც მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, ქვეყნის კონსტიტუციაში უმაღლეს დონეზე გარანტირებულია შესაბამისი ძირითადი უფლება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი მიზნები იქნეს მიღწეული.

„კონფერენცია იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, რაც მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს. მნიშვნელოვანია,  რომ ჩვენს რეგიონში ტარდება ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება. რაც შეეხება ჩვენს გზავნილებს, საქართველო ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს. ჩვენს კონსტიტუციაში უმაღლეს დონეზე გარანტირებულია შესაბამისი ძირითადი უფლება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი მიზნები იქნას მიღწეული. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ გაეროსთან და ევროკავშირთან. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ჩვენი კანონმდებლობის და სტანდარტების დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები