თბილისში ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ჩამოვიდა
თბილისში ფიფას პრეზიდენტი ჩამოვიდა. ჯანი ინფანტინოსთან ერთად, საქართველოს დედაქალაქს ფიფას წარმომადგენლები: იური ჯორკაეფი, ფედერიკო რავილიონე, ელხან მამადოვი და მარკო ფერი ესტუმრნენ.
ინფანტინო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაცნობა. კერძოდ კი დაათვალიერებენ ყოფილი „ავაზის“ ტერიტორიაზე დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობას, რომელზეც ფეხბურთის ფედერაცია ფიფას თანადაფინანსებით მუშაობს.