რასაც ვხედავთ, გასული ორი კვირის განმავლობაში, არის პოპულისტური განცხადებები,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი აცხადებს.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი “ნაციონალური მოძრაობისა“ და ნიკა გვარამიას კოალიციის მიერ ცესკოსგან პარტიულ სიებში კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნას გამოეხმაურა და განმარტა, რომ სინამდვილეში სიების ჩახსნას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
„ეს [მოთხოვნა და განცხადებები] ყველაფერი არის პოპულიზმი და პოლიტიკური ჭორაობა. ვხედავთ, რომ ოპოზიციას გეგმა არ აქვს, მომავლის ხედვა არ აქვთ და არც საზოგადოებისთვის აქვთ რაიმე შესათავაზებელი. ყოველდღე, რასაც ვხედავთ, გასული ორი კვირის განმავლობაში, არის პოპულისტური განცხადებები, სინამდვილეში სიების ჩახსნას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, – აღნიშნა მახაშვილმა.