“პარტიული სიების ჩახსნას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს” – ავთანდილ კუნჭულია

არ შეიძლება [პარტიული] სიების ჩახსნა, ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, -ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთანდილ კუნჭულია აცხადებს.

კუნჭულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და ნიკა გვარამიას კოალიციის მიერ ცესკოსგან პარტიულ სიებში კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა.

„ორ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე – პირველი არის ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ შესაძლოა არ იცის ქართული კანონმდებლობა, ვერ ერკვევიან მასში, ან მეორე შემთხვევაა – ისინი ატყუებენ ქართულ საზოგადოებას. არ შეიძლება [პარტიული] სიების ჩახსნა, ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა“, – განაცხადა კუნჭულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები