უკრაინელების 42 პროცენტი ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობისთვის მზად არ არის

უკრაინელების 40 პროცენტზე მეტი ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობისთვის მზად არ არის,- ამის შესახებ კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

უკრაინელებს ჰკითხეს, მზად არიან თუ არა ტერიტორიის დათმობისთვის ომის დასასრულებლად, ნატოში წევრობის ან უსაფრთხოების გარანტიების მიღების გათვალისწინებით.

კითხვაზე უარყოფითად უპასუხა გამოკითხულთა 42-მა პროცენტმა და აღნიშნეს, რომ ასეთ პირობებშიც კი არ არიან მზად ტერიტორიის დათმობისთვის.

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის დე ფაქტო კონტროლის შემთხვევაში, 30 პროცენტი მზად არის, მიიღოს იგი უსაფრთხოების გარანტიების გარეშეც, კიდევ 21 პროცენტი მზად არის, მიიღოს ასეთი დათმობა ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ.

როგორც დონბასის, ისე ყირიმის შემთხვევაში, 46 პროცენტი მზად არის, მიიღოს დე ფაქტო რუსული კონტროლი, ამას ემატება 19 პროცენტი, ვინც მზად არის ამის გასაკეთებლად უსაფრთხოების საიმედო გარანტიების სანაცვლოდ.

30 პროცენტი ტერიტორიის დათმობის კატეგორიული წინააღმდეგია, ნატოში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი.

ასევე, სოციოლოგიური ჯგუფის გამოკითხვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ უკრაინელების რიცხვი, რომლებსაც სჯერათ ევროკავშირში გარდაუვალი გაწევრიანების, 2022 წელთან შედარებით თითქმის 4,5-ჯერ შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები