„ნაცები“ იქნებიან თუ ძველი „ნაცები“, ხომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა; პოპულისტური ქმედებები, სპექტაკლები კანონთან აბსოლუტურად შეუსაბამოა” – ბექა ლილუაშვილი
„ნაცები“ იქნებიან თუ ძველი „ნაცები“, ხომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. პოპულისტური ქმედებები, სპექტაკლები კანონთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. კანონი არ ითვალისწინებს მსგავს რამეს, ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ ამას სპექტაკლს”, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს.
ის ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცესკოსთვის მიმართვას, რომ მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი.
“ასეთი სპექტაკლებით და პოპულისტური ქმედებებით კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას შეიტანენ საკუთარ ამომრჩეველში და ამას კიდევ ვინ გამოიყენებს, გასაგებია ისედაც.
ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, ვუსმენთ ჩვენს ამომრჩეველს და ბუნებრივია, მათ თითოეულ მოსაზრებას ვითვალისწინებთ. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ასეთი პოპულისტური ქმედებებით და სპექტაკლებით ჩვენზე გავლენას მოახდენს, ძალიან ცდებით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.