“საკონსტიტუციო უმრავლესობა რის გამოც გვჭირდებოდა, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ „ნაცმოძრაობა“ გამოცხადებულიყო არაკონსტიტუციურ პარტიად და გასამართლებულიყო დანაშაულების გამო” – ლევან მაჭავარიანი

“საკონსტიტუციო უმრავლესობა რის გამოც გვჭირდებოდა, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოცხადებულიყო არაკონსტიტუციურ პარტიად და გასამართლებულიყო დანაშაულების გამო, ყველამ იცის, მათ მიმართ რა კითხვები არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, “ნაცმოძრაობას” შეკითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი.

„დაველოდოთ, როგორ იმოქმედებენ. მათი ქცევა ისევ მავნებლური თუ იქნება, რისი დიდი ალბათობაც არის, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. ეს მუქარა არ არის, ეს არის მოცემულობა. მათ კითხვებზე პასუხები აქვთ გასაცემი – როგორ აღმოგვაჩინეს რუსეთთან პირისპირ? როგორ მოხდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს გაუქმებული საზღვრები დაუდგინეს, ამაში ახალგორი შეიყვანეს და სამწუხაროდ, ახლა ბორდერიზაცია ამ „საზღვრებით“ მიმდინარეობს? როგორ მოხდა, რომ კოდორის ხეობას სტატუსი შეუცვალეს და ზემო აფხაზეთი დაარქვეს, რათა ოკუპანტებისთვის გადაეცათ? კიდევ უამრავი კითხვაა. დადგება დრო, როცა ამ კითხვებზე პასუხს გასცემენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები