“ოპოზიციის ნაბიჯები არის აბსოლუტური დესტრუქცია და კონსტიტუციის დარღვევისკენ მიდრეკილი” – ქადაგიშვილი
“ოპოზიციის ნაბიჯები არის აბსოლუტური დესტრუქცია და კონსტიტუციის დარღვევისკენ მიდრეკილი”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ თავისი ქმედებებითა და ნაბიჯებით შეიძლება, თავად მიიყვანოს საკუთარი თავი სასამართლოს წინაშე.
“ოპოზიციას რასაც ვუყურებთ, ეს არის აბსოლუტური დესტრუქცია და კონსტიტუციის დარღვევისკენ მიდრეკილი ნაბიჯები. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. მაგალითად, ორხელისუფლებიანობის ჩამოყალიბების მცდელობა, როცა გვეუბნებიან, რომ როგორც არჩეული ხელისუფლება ისე მოვიქცევითო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.