მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: წარმოდგენილი არ აქვთ არანაირი მტკიცებულება, თითქოს 300 000 გაყალბებულ ხმასთან დაკავშირებით
“წარმოდგენილი არ აქვთ არანაირი მტკიცებულება, თითქოს 300 000 გაყალბებულ ხმასთან დაკავშირებით. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, როგორ დავტოვეთ 100 000 ადამიანი პირადობის გარეშე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც რადიკალური ოპოზიციის ბრალდებას გამოეხმაურა.
“კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ რადიკალებს სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი, ვინაიდან ისინი სამი თვის განმავლობაში, ატყუებდნენ თავის ამომრჩეველს რეიტინგებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უწევთ კიდევ უფრო მძიმე ტყუილში შეყვანა”, – განმარტა მაჭავარიანმა.