“გეგმა თუ უგეგმობა – ესაა ოპოზიციის დღის წესრიგი” – გურამ მაჭარაშვილი
“გეგმა თუ უგეგმობა – ესაა ოპოზიციის დღის წესრიგი. შესაბამისად, არც გეგმა აქვთ, არც უგეგმობას ეგუებიან და უკვე მოადგათ კარს ახალი წლის წინა დღეები და ამის იმედადღა არიან, რომ იქნებ საზოგადოებას გადაავიწყდეს ის დაპირება, რაც ოპოზიციამ მისცა”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„თქვეს, რომ მამუკა ხაზარაძეს გარდა გეგმა არ გვაქვსო და მამუკა ხაზარაძეს ზოგიერთი გეგმად ვერ მიიჩნევს. აბა გვარამიას ან მელიას ვკითხოთ როგორი გეგმაა ხაზარაძე. გამომდინარე აქედან, ეს გეგმა თუ უგეგმობა ოპოზიციაში ყოველთვის იქნება გამომდინარე მათი წინასაარჩევნო კამპანიიდან, რომელიც ლგბტ დროშით ხელში ჩაატარეს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.