“ხელისუფლება ვართ ჩვენ” – გიორგი ვაშაძე
“ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ, ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლება, როგორ ვაგრძელებთ მოქმედებას, როგორ ვურთიერთობთ ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან და როგორ ვაგრძელებთ ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებთან, ხელისუფლება ვართ ჩვენ”, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“ხელისუფლება ვართ ჩვენ. დღევანდელ სხდომაზე ვმსჯელობდით, როგორ მოვახდინოთ სისტემატიზაცია ჩვენი თანამშრომლობის, რომ შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ. ძალიან მალე დაინახავთ ამ ყველაფერს”, – აღნიშნა ვაშაძემ.