თბილისი-მილანის რეისი, რომელსაც კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა

თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მილანის რეისს ასრულებდა, კომუნიკაციის ხარვეზის გამო, კვლავ თბილისის აეროპორტში დაბრუნდა.

“ჯორჯიან ეარვეისის“ ცნობით, თვითმფრინავს ნავიგაციასა და ბორტს შორის ხარვეზი დაფიქსირდა.

კომპანიის ინფორმაციით, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, თვითმფრინავი თბილისი-მილანის რეისს შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები