“ორი კვირის თავზე არჩევნებიდან, ვერცერთმა ადამიანმა ვერ მოიტანა მტკიცებულება, გნებავთ გაყალბებასთან დაკავშირებით, გნებავთ ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით” – მაჭარაშვილი

“ორი კვირის თავზე არჩევნებიდან, ვერცერთმა ადამიანმა ვერ მოიტანა მტკიცებულება, გნებავთ გაყალბებასთან დაკავშირებით, გნებავთ ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“წარმოიდგინეთ, ლიდერები გამოდიან ოპოზიციიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში, ამბობენ, რომ ჩემს თვალწინ ხდებოდაო ფარულობის დარღვევაო და იმავე და მეორე დღეს, არცერთმა არავითარი განცხადება არ გააკეთა, მეტიც, ფოტოსურათიც კი არ გადაიღეს თუ ასეთი რამე მოხდა. მეტსაც ვამბობთ ჩვენ, იგივე მოსამართლესთან დაკავშირებით თავად ხომ იყო არჩევნებზე და თავის ოჯახის წევრები, სად ნახეს ფარულობის დარღვევა? ვერსად ვერ ნახეს, შესაბამისად, მათი დრო უკვე დამთავრებულია, ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ მომავალზე, როგორ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები