ვახტანგ ჩოჩია – ოპოზიციაზე: მათი ნარატივი დაფუძნებულია მხოლოდ მანიპულაციასა და ცრუ ინფორმაციაზე

“ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არანაირი ფაქტი არ აქვთ და შესაბამისად არანაირი სამართლებრივი მტკიცებულება”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი ვახტანგ ჩოჩია არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხზე საუბრისას ოპოზიციის მისამართით აცხადებს.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნარატივი ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული.

,,მათი ნარატივი დაფუძნებულია მხოლოდ მანიპულაციასა და ცრუ ინფორმაციაზე, შესაბამისად ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვება მათ მიმართვას ვერც სასამართლოსადმი და ვერც საერთაშორისო სასამართლოებისადმი, ვინაიდან არ მომხდარა არანაირი ისეთი სამართლებრივი დარღვევა არჩევნების დროს, რომელიც პრინციპულად იქონიებდა გავლენას საარჩევნო პროცესის შეფერხებაზე,” – აცხადებს ვახტანგ ჩოჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები