“ტრამპმა დააანონსა იმ კანონის მიღება, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული ლგბტ პროპაგანდაზე; თუ მაგარი ბიჭები არიან, ახლა დადგნენ და აკრიტიკონ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია” – მაჭარაშვილი
„ტრამპმა პრაქტიკულად დააანონსა იმ კანონის მიღება, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული ლგბტ პროპაგანდაზე”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონები ეროვნულ ინტერესებშია.
“ეს დადასტურდა 26 ოქტომბერს, როდესაც მიღებული გვქონდა ორივე კანონი და მილიონ ას ოცი ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ამ კანონებს.
ტრამპმა პრაქტიკულად დააანონსა იმ კანონის მიღება, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული ლგბტ პროპაგანდაზე. გამჭვირვალობის კანონი აშშ-ს ისედაც მიღებული აქვს. ახლა დადგნენ და აკრიტიკონ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია თუ მაგარი ბიჭები არიან“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.