ევროკავშირის 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ
საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
დელეგაციის წევრები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მსვლელობით მივიდნენ.
საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, ამ წუთებში, აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ იმართება, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი.
ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
დღევანდელი აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.