პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან განაახლა

საქართველოს პრეზიდენტმა, ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, განაახლა კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,დღეს პრეზიდენტმა გამართა კომუნიკაცია ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდერ სტაბთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან.

პრეზიდენტი ასევე ესაუბრა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის საკითხთა მინისტრთან ბენჟამინ ჰადადთან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები