“7 ნოემბერი არის უმძიმესი დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში; ეს არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერმა თავის მოქალაქეებზე იძალადა” – გორდულაძე
“7 ნოემბერი არის უმძიმესი დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ეს არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერმა თავის მოქალაქეებზე იძალადა”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„კარგად გვახსოვს, როგორ იძალადეს ადამიანებზე, როგორ იძალადეს თავისუფალ სიტყვასა და თავისუფალ მედიაზე. ქართველმა ხალხმა მივიღეთ უმძიმესი გამოცდილება, რომელსაც 7 ნოემბერი ჰქვია, რომ არასდროს უნდა განმეორდეს ის ძალადობრივი რეჟიმი, რომელსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ზუსტად ამიტომ უთხრა მათ 26 ოქტომბერს უარი ქართველმა ხალხმა“, – აღნიშნა გორდულაძემ.