გიორგი კალანდარიშვილი: თუ შევხედავთ ეუთო/ოდირის, IRI-ის, INDI-ის, IPD-ის და სხვა ინსტიტუტების დასკვნებს, არცერთთან დადასტურებულად არ არის საუბარი ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე

ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის, IRI-ის, INDI-ის, IPD-ის და სხვა ინსტიტუტების დასკვნებში, არცერთთან დადასტურებულად არ არის საუბარი ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.

“ჩვენ თუ დავბრუნდებით კენჭისყრის დღეს, ვნახავთ, რომ ამ დღეს და მეორე დღეს, მხოლოდ 7 საჩივარი იყო, რომელიც ბიულეტენზე უკანა მხარეს გამოჟონვასთან დაკავშირებით იყო დაწერილი. ასევე, თუ შევხედავთ ეუთო/ოდირის, IRI-ის, INDI-ის, IPD-ის და სხვა ინსტიტუტების დასკვნებს, არცერთთან დადასტურებულად არ არის საუბარი ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. მაშინ, როდესაც სრული კომისია აწერს შემაჯამებელ ოქმებზე ხელს და მხოლოდ 9 შემთხვევაში არის განსხვავებული აზრი, იმთავითვე გამორიცხავს იმას, რომ რაიმე სისტემურ დარღვევას, რომელსაც გავლენის მოხდენა შეეძლო პროცესზე, ადგილი არ ჰქონია,”- აცხადებს კალანდარიშვილი “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები