სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა უკვე დაიწყო.
მსვლელობის მონაწილეები ოპოზიციონერი ლიდერების მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდებიან.
აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი სამი პოლიტიკურ გაერთიანების მიერ – “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველო”.
როგორც ცნობილია, დღევანდელ აქციაზე ოპოზიციის სამოქმედო გეგმას წარადგენენ.