“რადიკალურ ოპოზიციას საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ახლა ისინი ელექტრონულ აპარატებს ებრძვიან, რაც ძალიან სასაცილოა” – მათიკაშვილი
„სხვა წინასაარჩევნო კამპანიებისგან განსხვავებით, ამ კამპანიის დროს ვნახეთ სიტუაცია, როცა რადიკალურ ოპოზიციას საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ახლა ისინი ელექტრონულ აპარატებს ებრძვიან, რაც ძალიან სასაცილოა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, გაყალბების მასშტაბებზე საუბარი სასაცილოა.
“ოპოზიცია მათ ამომრჩევლებთან შეხვედრებით თავს არც ადრე იკლავდა, ელემენტარული პროგრამა არასდროს არ ჰქონდათ, მაგრამ ადრე ამის მცდელობა მაინც ჰქონდათ. ეს იმიტომ მოხდა, რომ ფიქრობდნენ, საკითხი გადაწყდებოდა არა საქართველოში ამომრჩევლების მიერ, არამედ ვიღაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღებდა გადაწყვეტილებას. ეს არის სიმართლე, მათ ასე ეგონათ. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მილიონ 125 ათასი ხმით მოიგო. ამიტომ, გაყალბების მასშტაბებზე საუბარი სასაცილოა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.