დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის ფსევდოდიპლომატი, რომელიც ღირსეულ და გამორჩეულ დიპლომატიურ კორპუსს არათუ დიპლომატიის დღეს არ ულოცავს, არამედ ლანძღავს

სალომე ზურაბიშვილი ლანძღავს ღირსეულ დიპლომატიურ კორპუსს, ალბათ მალე მთელი საქართველო ერთმანეთს მიულოცავს, ქვეყანას პრეზიდენტად ზურაბიშვილი რომ აღარ ეყოლება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოს ელჩებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ისტორია არ დაგივიწყებთ და სულხან საბას კი მოეშვით! მისი ხსენება ვერ გიშველით და მის სახელს ჩრდილს უყენებთ!“

„სალომე ზურაბიშვილი ახალ მარგალიტს როცა იტყვის ხოლმე, გვგონია, რომ ეს ბოლოა და ამაზე მეტად ფსკერს დაბლა დაშვება არ მოხდება. ცოტა ხნის წინ საკუთარ ქვეყანას ოკუპანტების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა დააბრალა და ვიფიქრეთ, ამ ზღვარს ქვემოთ დაშვება როგორ შეიძლებაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მართლები არ ვიყავით. ეს ადამიანი არის ფსევდოდიპლომატი, რომელიც ღირსეულ და გამორჩეულ დიპლომატიურ კორპუსს არათუ დიპლომატიის დღეს არ ულოცავს, არამედ ლანძღავს. მისი სიტყვათა წყობა ამაზრზენი და სამარცხვინოა. ალბათ, მალე მთელი საქართველო ერთმანეთს მიულოცავს, რომ ქვეყანას პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აღარ ეყოლება“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები