ზარქუა – პრეზიდენტზე: მინდა, ელჩებს ვუთხრა, არ მიაქციონ ყურადღება ქალბატონ მავნებელს

“ქალი მავნებელი ყველაფერს აკეთებს, რომ ყოველდღიურად ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ საელჩოების, ელჩებს, წარმომადგენლობას შეურაცხყოფა მიაყენოს იმიტომ, რომ “კოლექტიური ნაცმოძრაობის” გვერდით არ დადგნენ საელჩოები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს დიპლომატის დღე არ მიულოცა.

“მინდა, ჩვენს ელჩებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ ქართულ კულტურას, ქართულ ღირებულებებს, ქართულ სახელმწიფო ინტერესებს, მადლობა ვუთხრა, არ მიაქციონ ყურადღება ქალბატონ მავნებელს. რამდენიმე კვირა დარჩა და აღარ იქნება, გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი. სხვათა შორის, იმ ევროპულ სახელმწიფოებშიც დავნიშნავთ ელჩებს, სადაც პროვოკატორობს და არ ნიშნავს ელჩებს ქალბატონი მავნებელი. ყველაფერი დალაგდება”, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები