ვოლსკი – საქართველოს რუკაზე: ტექნიკური გაუმართაობა შეიძლება, მკაცრ შენიშვნას იმსახურებს, მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი გააკეთებდა ამას განზრახ?

“რასაკვირველია, მე რუკის ვიზუალი დავიწუნე – პირადად ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისთვის მისაღები არ არის, როდესაც პროპაგანდისტული გამოსვლა გაქვს, რეალურ ფაქტებს ეყრდნობი და ამ დროს რუკაზე ნათლად არ ჩანს, რომ საქართველოს ტერიტორია მთლიანად არის მოხაზული”, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის დროს ეკრანზე გამოსახული, საქართველოს რუკა, რომელზეც ოკუპირებული ტერიტორიები რთულად აღიქმებოდა.

“შეიძლება, დიზაინერების მიმართ პრეტენზია გამოთქვა და გამოსათქმელია კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ ადამიანები, ვინც ამ თემაზე ყველაზე ხმამაღლა, ხისტ განცხადებებს აკეთებენ, დამნაშავე არიან ტერიტორიების ოკუპაციაში და იმაში, რომ ამ ყველაფერს ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დღეს სწორედ ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, როგორ თუ რუკაზე უფრო ნათლად არ ჩანდა.

მოღალატეობრივი ნაბიჯები გადადგეს, დამნაშავეები არიან, რომ დღეს ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ხოლო ნაცრისფერი კარგად აღიქმება თუ არა კამერის მიერ, ეს მეორე ნაწილია“, – განმარტა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები