თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარდა, ქართველმა ხალხმა უკვე აღიარა.
როგორც შესაბამისი კითხვის საპასუხოდ კახა კალაძემ აღნიშნა, მოლდოვასა და საქართველოში განსხვავებული არჩევნები ჩატარდა.
„მოლდოვაში იყო საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოში ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების აღიარებას, აღიარება მოგვცა ქართველმა ხალხმა – მილიონ 120 ათასმა ადამიანმა, ვინც მოვიდა, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, კეთილდღეობას, ღირსებასა და ევროპულ მომავალს. ეს არის ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა მოგვცა ლეგიტიმაცია და არა ვიღაცებმა გარედან. ამის სურვილი გქონდათ, რომ ის რადიკალები, რომლებიც არიან, ხელისუფლებაში მოსულიყვნენ არა ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და თანადგომით, არამედ გარედან დაესვათ ვიღაცებს. ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც ხელისუფლებას გარედან ნიშნავდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.