“უცნაური არ იქნება, თუ ქალბატონ სანდუს არალეგიტიმურ ან ნახევრად პრეზიდენტს ვუწოდებთ” – ჩიხელიძე
“უცნაური არ იქნება, თუ ქალბატონ სანდუს არალეგიტიმურ ან ნახევრად პრეზიდენტს ვუწოდებთ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მაია სანდუმ მოლდოვაში არჩევნები წააგო, მაგრამ საზღვარგარეთ გახსნილი უბნების ხარჯზე გამარჯვება მოიპოვა(წინასწარი შედეგებით) ფაქტია, მოლდოვაში მცხოვრებმა ამომრჩეველმა, რომელმაც ზუსტად იცის რა ხდება მოლდოვაში მაია სანდუს მხარი არ დაუჭირა!
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები გვიან ღამით დასრულდა, დილით კი ჩვენი ევროპელი გულშემატკივრები უკვე ულოცავენ გამარჯვებას მაია სანდუს. მერე რა,რომ ჯერ არავინ იცის რა საჩივრები დაწერა ოპოზიციამ, რა პრეტენზიები
ექნება და შეიძლება ფილმიც გადაიღოს მოქმედი ხელისუფლების (რომელსაც წარმოადგენს გამარჯვებული სანდუ) მიერ გამოყენებულ “გაყალბების სქემაზე
“. საქართველოში ამისთვის თვით თენგოს და კაპიტან გიგაურსაც კი რამდენიმე დღე დასჭირდათ!
მაგრამ უკვე ულოცავენ. ასე რომ იცოდეთ – დღეს არ არსებობს არანაირი ობიექტური კრიტერიუმები, ღირებულებების ერთგულება და ერთნაირი სტანდარტი, რომლის შესახებაც ტრიბუნებიდან გველაპარაკებიან. არსებობს მხოლოდ ერთი – გეოპოლიტიკური ლოიალობა. მზად ხარ შენი ქვეყანა დიდი ძალების გეოპოლიტიკურ ინტერესებს მოახმარო? მაშინ იქნები დემოკრატიული და ქების
ღირსი, არადა იქნები “ღრმა შეშფოთების” მიზეზი და “დემოკრატიული უკუსვლის” შემოქმედი”, – წერს ჩიხელიძე.
ცნობისთვის, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.