კომპოზიტორი ნინო ჯანჯღავა მერიის ღონისძიებათა დეპარტამენტის დირექტორს არაპროფესიონალიზმში სდებს ბრალს
კომპოზიტორი ნინო ჯანჯღავა მერიასა და მერიის კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის დირექტორს ნელი სებისკვერაძეს არაპროფესიონალიზმში სდებს ბრალს. როგორც „კვირას“ თავად კომპოზიტორმა განუცხადა, პროექტს რომლის მიზანსაც საქართველოს სახელოვნებო სკოლების საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეთა რეპერტუარის გამდიდრება წარმოადგენს, მერიის კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტიდან სრულიად უსაფუძვლოდ ეთქვა იუარი. “პროექტის შექმნის სურვილი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში სახელოვნებო სკოლები საშემსრულებლო რეპერტუარის დიდ სიმწირეს განიცდიან, განსაკუთრებით საფორტეპიანო კონცერტის ჟანრში. მოცემული პროექტი ეხება საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეთათვის ახალი რეპერტუარის შექმნას. საფორტეპიანო კონცერტები სწორედ სახელოვნებო სკოლის პედაგოგთა დაკვეთით შევქმენი. ამ პროექტის მიზანია საქართველოს სახელოვნებო სკოლების საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეთა რეპერტუარის გამდიდრება სამი ახალი ქართული თხზულების გამოცემით და ხმოვანი დისკის ჩაწერით, რომელთაც რეკომენდაციას აძლევს თბილისის სამი სახელოვნებო სკოლა, მათ შორის – გ. ცაბაძის სახელობის №25 ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგები და დირექტორი. ე. მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგები და სასწავლო ნაწილის გამგე, ასევე თბილისის მერიის რ. ლაღიძის სახელობის №4 ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგები და დირექტორი“ – აცხადებს ნინო ჯანჯღავა. მისი თქმით, რეკომენდაციაში წერია, რომ აღნიშნული ნაწარმოებები მისაღებია სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთათვის, რაც ხელს შეუწყობს მათ პროეფესიულ ზრდას და გემოვნების დახვეწას. პროექტის მიხედვით „საავტორო სტუდიამ“ უნდა გამოავლინოს მოცემული ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლები, რომლებსაც „საავტორო სტუდია“ ჩაწერს და ეს ჩანაწერი გამოიცემა ხმოვან დისკად, რაც უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევს, როგორც ახალ საშემსრულებლო რეპერტუარს ასევე ახალგაზრდა ნიჭიერ შემსრულებლებს“. ნინო ჯანჯღავას თქმით, მერიის უარში ეწერა, რომ მათ უკვე დააფინანსეს ქართველ კომპოზიტორთა კრებული, რომელშიც შესული იყო ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო მუსიკა (სოლო ფორტეპიანოსათვის – შენიშვნა ნ.ჯ.) და ახლა გამოსცემენ მეორე ტომს, რომელშიც შევა ისევ იგივე კომპოზიტორთა გამოუქვეყნებელი მუსიკა (ასევე სოლო ფორტეპიანოსათვის – შენიშვნა ნ.ჯ.). “ეს კომპოზიტორებია: ვაჟა აზარაშვილი დიმიტრი არაყიშვილი, ტარიელ ბაქრაძე, რევაზ გაბიჩვაძე, ნოდარ გაბუნია, ნუნუ გაბუნია, ირაკლი გეჯაძე, ნიკოლოზ გუდიაშვილი, მერი დავითაშვილი, ელეონორა ექსანიშვილი, ნინო ზაბუკიძე, ოთარ თაქთაქიშვილი, შალვა თაქთაქიშვილი, ოთარ თევდორაძე, ქეთევან თუმანიშვილი, რამაზ კემულარია, ელიზბარ ლომდარიძე, ნოდარ მამისაშვილი, ალექსი მაჭავარიანი, მერაბ მერაბიშვილი, შოთა მილორავა, შალვა მშველიძე, სულხან ნასიძე, დავით ტურიაშვილი. მერიის უარის საპასუხოდ კომპოზიტორმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პროექტი ეხებოდა საფორტეპიანო კონცერტის რეპერტუარის განახლებას და არა სოლო ფორტეპიანოსათვის შექმნილ რეპერტუარს. კომპოზიტორი აცხადებს, რომ ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრი, ვიდრე მათ მიერ შედგენილი კრებული. “ საპასუხო წერილში მივწერე, რომ ეს პროექტი ეხებოდა თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარს და არა უკვე ბევრჯერ შესრ