კამალა ჰარისთან ინტერვიუს გამო, ტრამპი ტელეკომპანია CBS-სგან 10 მილიარდ დოლარს ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა თავისი კონკურენტის, კამალა ჰარისის ინტერვიუს გამო, ტელეკომპანია CBS-ს სასამართლოში უჩივლა,- ამის შესახებ Reuters-ი სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება.

სასამართლოში სარჩელის მიზეზი CBS-ის მიერ კამალა ჰარისის ინტერვიუს შემოკლებული ვერსიის ეთერში გაშვება გახდა, რომელიც, ტრამპის მტკიცებით, ტელეკომპანიამ მზაკვრულად დაამონტაჟა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

ტრამპის განცხადებით, CBS-მა განზრახ შეცვალა ინტერვიუს შინაარსი, რათა დახმარებოდა მის მოწინააღმდეგეს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის გამო ტრამპი CBS-სგან კომპენსაციის სახით 10 მილიარდ დოლარის გადახდას ითხოვს.

ეთერში ჰარისის კომენტარის განსხვავებული ვერსიის გაშვების შემდეგ, ტრამპმა CBS მკაცრად გააკრიტიკა და  დაგეგმილ ინტერვიუზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება ტელეკომპანიის პოზიციას, CBS-ის წარმომადგენელმა დონალდ ტრამპის სარჩელს „საფუძველს მოკლებული“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ სარჩელი შეტანილია ტეხასის შტატის ჩრდილოეთ ოლქის, ამარილოს განყოფილების ფედერალურ სასამართლოში, სადაც მოსამართლე 2019 წელს ტრამპის მიერ დანიშნული პირია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები