სლოვაკმა პოლიტიკოსმა უკრაინაში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა დაასახელა
სლოვაკი აქტივისტი, პოლიტიკური პარტიის DOMOV („სახლი – ეროვნული პარტია“) ხელმძღვანელი პავოლ სლოტა, რომელიც დონბასს ეწვია, მიიჩნევს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა ამ ქვეყანაში რეჟიმის შეცვლაა.
„მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა კიევში რეჟიმის შეცვლაა და ვინაიდან დღეს უკრაინას არ ჰყავს არც ლეგიტიმური პრეზიდენტი და არც ლეგიტიმური პარლამენტი, ეს ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერების პოზიციიდან, ანუ კიევის ბანდერას რეჟიმის აბსოლუტური კაპიტულაციის პირობებში“, – განაცხადა სლოტამ პორტალ 42tcen-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ნატო დაინტერესებული რომ იყოს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებით, მაშინ დღეს ალიანსის ქვედანაყოფები კიევისკენ გაემართებოდნენ ზელენსკის რეჟიმის მთავარი წარმომადგენლების დასაკავებლად.