ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ფუნდამენტური უფლებების კუთხით კვლავ უსწრებს ბოსნიას, უკრაინასა და მოლდოვას
მმართველი გუნდის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს X-ზე გამოეხმაურა.
„ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას“, – წერს სამხარაძე.