გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა მეჯვრისხევსა და ფხვენისში სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა მეჯვრისხევსა და ფხვენისში სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტების მიხედვით მოეწყობა ბილიკები დეკორატიული ფილებით, კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, სარწყავი სისტემა, გამწვანება, გარე განათება, მოაჯირი, საპარკე ავეჯი ტრენაჟორები.
:გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება. მიმდინარე წელს სამუშაოები ათამდე სოფელში მიმდინარეობს. მეჯვრისხევსა და ფხვენისში სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში დაიგეგმა. პროგრამის მიზანი მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.